გაკვეთილის გეგმები
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის რეფლექსია
ჩატარებულმა გაკვეთილმა შეძლო მოსწავლეების შესაძლებლობების გამოვლენა, მათი პოტენციური ძალების ამოქმედება, მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისთვის სათანადო პირობების შექმნა.
გაკვეთილი გამოვიდა ინტერაქტიული,საინტერესო და სახალისო. იქედან გამომდინარე,რომ ჩემს მოსწავლეებს აქვთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება იმისათვის,რომ დამოუკიდებლად იფიქრონ,საკუთარი იდეის შეფასება და ფორმულირება მოახდინონ,პრობლემის მათეული გზით გადაწყვეტა შეძლონ და საკუთარი პოზიცია არგუმენტებით განამტკიცონ, მიაღწიეს გეგმით განსაზღვრულ შედეგებს.
გაკვეთილზე ჩემ მიერ გამოყენებულმა სტრატეგიებმა უზრუნველყო მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და დიდი გავლენა იქონია მათ პროდუქტულ ინტერაქციაზე. მოსწავლეებმა შეძლეს მიწოდებული რესურსების ეფექტურად გამოყენება. ბავშვების ნამუშევრებმა ცხადყო, რომ ნათლად გაიგეს ჩემი ინსტრუქციები და იმოქმედეს ადეკვატურად. ამასთანავე ბავშვები იყვნენ მოტივირებულნი და სიამოვნებით ასრულებდნენ შეთავაზებულ აქტივობებს. ვთვლი, რომ ყველა აქტივობა შეესაბამებოდა გაკვეთილის მიზნებს: ბავშვებმა აჩვენეს თუ როგორ ართმევდნენ თავს ტექსტის გაგებას, შინაარსის გააზრებას, მასში გადმოცემული აზრის მნიშვნელობის კონსტრუირებას და მიღებული ინფორმაციის შეფასებას. გამოიკვეთა შემდეგი უნარების განვითარება: კომუნიკაციის, შემოქმედებითი აზროვნების, საკუთარი აზრის გამოთქმის, ინფორმაციის დახარისხების, მსჯელობის,ანალიზის, კრიტიკული აზროვნების, ასევე მოსწავლეებმა შეძლეს გაეკონტროლებინათ საკუთარი აღქმის უნარი.
წინარე ცოდნის გააქტიურებისათვის სასურველი გამოწვევა მოვახდინე კითხვა -პასუხის საშუალებით და ,,გონებრივი იერიშით“. კითხვები შედგენილი იყო ჩემ მიერ PoverPoint-ში გაკეთებული რესურსის მიხედვით,რომელიც მოსწავლეებს წინა დღით გადავუგზავნე სახლში. აღნიშნულმა აქტივობებმა გამოიწვია მოსწავლეთა ინტერესი/ცნობისმოყვარეობა, გაზარდა ჩართულობის ხარისხი და ხელი შეუწყო გაკვეთილზე მოსწავლეთა მოტივირებას. გამოწვევის ფაზა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მოსწავლეები იწყებენ ფიქრს, მათი პირადი ცოდნისა და წარმოდგენების ბაზა იქმნება, რომელსაც ახალი ცოდნა შეემატება და ახალი უკვე ნაცნობს უკავშირდება.
ახალი ცოდნის შესაძენად ,ახალი გაკვეთილის ტექსტზე მუშაობისთვის გამოვიყენე კითხვა ნიშანთა სისტემით. ის აძლიერებს მოსწავლის მოტივაციას, ააქტიურებს საკითხის შესახებ არსებულ ცოდნას, ააქტიურებს ახლად ათვისებულ ინფორმაციას, ავითარებს კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევებს, ავითარებს ინფორმაციის დახარისხების უნარ -ჩვევებს და აძლევს მოსწავლეს საშუალებას გააკონტროლოს საკუთარი აღქმის უნარი.
ცოდნის გამთლიანების,შეჯამების ფაზაზე კი გამოვიყენე მეთოდი ,,ტექსტის ჩარჩო,, რომლის მიხედვითაც ბავშვებმა ინდივიდუალურად მოახდინეს საინფორმაციო ტექსტის ვიზუალიზება . ილუსტრაციებითა და ამ ილუსტრაციების ამხსნელი, რამდენიმე მთავარი წინადადებით გადმოსცსე ტროპიკული ტყის, ტაიგის და ზომიერი სარტყლის ტყის განმასხვავებელი და საერთო ნიშნები.
გაკვეთილის მსვლელობის სამოქმედო გეგმა არ შემიცვლია. ყველა აქტივობამ,რომელიც გამოვიყენე მიმიყვანა მიზნამდე. გაკვეთილის ძლიერი მხარე-შერჩეული აქტივობები და ბავშვების ჩართულობა.სუსტი მხარე-გაკვეთილის ხანგრძლივობისთვის მცირე დრო და ჯგუფური მუშაობის ჩატარების შეუძლებლობა.
ამ გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში თუკი იქნებოდა არაპანდემიური გარემო,გამოვიყენებდი ჯგუფურ მუშაობას ცოდნის გამთლიანების და შეჯამების ფაზაზე.აქედან გამომდინარე მოესწრებოდა ყველა ჯგუფური ნამუშევრის პრეზენტაციაც.
Comments
Post a Comment