ლიტერატურული დღიური

 



ლიტერატურული  დღიური

ჟურნალისთვის ჩვენი ქარგა შევიმუშავეთ,რომელმაც საბოლოოდ ასეთი სახე მიიღო:

ავტორი-მოკლე ინფორმაცია ავტორის შესახებ, მოიძიეთ ავტორის სურათი.
სათაური-რატომ შეურჩია მწერალმა ამ ნაწარმოებს ეს სათაური?
                   შექმენით ისეთი ნახატი,რომელიც სათაურს შეესაბამება.
სიუჟეტი-სიუჟეტი არის მოკლე შინაარსი წიგნში განვითარებული მოვლენებისა.
                  შექმენით ნახატი სიუჟეტის მიხედვით.
პერსონაჟები-ამოწერეთ მთავარი და არამთავარი პერსონაჟების სახელები და გვარები.
                         დაახასიათეთ / აღწერეთ / დახატეთ თითოეული მათგანი.
                         პარალელი გაავლეთ სხვა ლიტერატურული ნაწარმოების მოქმედ 
                         გმირებთან (საერთო თვისებები, თავგადასავლები და ა.შ.)
ეპოქა -მოიპოვეთ ცნობები ნაწარმოების დაწერისა და მასში ასახული ეპოქის შესახებ.
ქუჩები - ამოწერეთ ქუჩებისა და ქალაქების სახელები და დახატეთ თქვენი ფანტაზიით.
ჟანრი - როგორ ფიქრობთ,რომელ ჟანრს მიეკუთვნება ნაწარმოები?
ეპიზოდი,რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა:  
              * მოკლედ აღწერე მისი შინაარსი;
              * დაწერე მიზეზი ,რატომ შეარჩიე;
              * შექმენი ნახატი ეპიზოდის მიხედვით;
ფრაზები-ამოწერე საინტერესო ფრაზები;
წინადადებები-ზოგჯერ გვხვდება ისეთი წინადადებები,რომლებიც ლექსების სტრიქონებს 
                             გვაგონებს.
                             * მოძებნეთ ისინი და ამოწერეთ;
                             * დაეწრეთ მათზე თავისუფალი თემები;
                             *შექმენით ნახატები. 
რეცენზია- მოკლე აღწერილობა წიგნის შესახებ.
                    გაითვალისწინე,რეცენზია არ უნდა შეიცავდეს ისთ დეტალებს,რომ სხვამ
                    წიგნის წაკითხვის ინტერესი დაკარგოს.
შთაბეჭდილებები და პარალელები საკუთარ ცხოვრებასთან, წიგნებთან,ფილმებთან,
ადამიანებთან,მუსიკასთან:
                     * რომელი სხვა ნაწარმოებები გაგახსენა ამ წიგნმა?
                     * წელიწადის რა დროს კიტხულობდი?
                     * სად და როდის კითხულობდი?
                     * რატომ გადაწყვიტე ამ წიგნის წაკითხვა?
                     * ვინ გაგახსენათ ამ წიგნმა?
რჩევა-დღიური  შეგიძლია გააფორმო ფოთლებით,ყვავილებით, დაამზადო საინტერესო  
            სანიშნეები, შენი კვალი დატოვო ფურცლებზე....
პროცესი-ამ ყოველივეს გათვალისწინებით ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყეთ ქმედება.შეგიძლიათ წინასწარ განსაზღვროთ რამდენი ფურცელი დასჭირდებოდა ავტორს,სათაურს,პერსონაჟებს,საყვარელ ეპიზოდებს, ფერად სანიშნეებს დააწერეთ შესაბამისი მინიშნებები და რვეულის კიდეებზე კიბეებივით ჩამოამწკრივეთ.

              პროცესი თავისთავად მოიცავს კეთებით სწავლებას. ბავშვებს უვითარდებათ შემოქმედებითი და ლოგიკური უნარ-ჩვევები.არაფორმალური გარემო ამაღლებს მოტივაციას. რაც მთავარია სწავლობენ პრობლემების მართვას.

დღიურების ერთმანეთისთვის ჩვენება გაიმართა ,,ლიტერატურულ კაფეში", რომელიც საკლასო ოთახში მოვაწყვეთ.

             




                        


Comments

Popular posts from this blog